Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მსოფლიო ღამით: ემუქრება თუ არა კაცობრიობას შიმშილობა პანდემიის გამო - გაეროს დასკვნა

© REUTERS / ANTONIO PARRINELLOსასწრაფო დახმარების მანქანა იტალიაში
სასწრაფო დახმარების მანქანა იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხებზე გამონაყარი შესაძლოა კორონავირუსული ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს, მიაჩნიათ ესპანელ და იტალიელ მედიკოსებს.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 2 064 815 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 137 078 და განკურნებულია 512 252 პაციენტი. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 639 628 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (180 659), მესამეზე — იტალია (165 155). 

ქვეყნების რაოდენობამ, სადაც COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, ამ დროისათვის 73-ს შეადგენს. 

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული და მასთან დაკავშირებულის რამდენიმე საინტერესო მოვლენა, რომლებიც მსოფლიოში 15–16 აპრილის ღამით მოხდა, ასე გამოიყურება: 

  • პანდემიის მიუხედავად, ნატოს ხელმძღვნელობისა და წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, ალიანსი მიმდინარე ოპერაციებს განაგრძობს. მთავარი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ნატოს ქვეყნები ამ დროისათვის ატარებენ, არის ოპერაცია ავღანეთში;
  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების პიკი გაიარა და ზოგი შტატი შესაძლოა 1 მაისამდეც გაიხსნას, განაცხადა დონალდ ტრამპმა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;
  • სელენა გომესი სასამართლოში უჩივის მობილური ტელეფონების თამაშის Clothes Forever — Styling Game შემქმნელებს და 10 მლნ დოლარს მოითხოვს იმის გამო, რომ თამაშის ერთ-ერთი პერსონაჟი მას ჰგავს; 
  • ​გაეროში მიაჩნიათ, რომ COVID-19-ის პანდემია კაცობრიობას შიმშილობის საფრთხეს ვერ შეუქმნის, ვინაიდან „საკვები, გლობალური კუთხით, ყველასთვის საკმარისია“, მარცვლეულის მსოფლიო მარაგი კომფორტულ დონეზეა, 2020 წლის მოსავლის პროგნოზები — დადებითი;
  • როტერდამელმა იერონ გორტვორსტმა, პლანშეტისა და სარეცხი მანქანის გამოყენებით ბიზნეს-კლასით ფრენის ვიდეო-ილუზია გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ვიდეო მოკლე ხანში გახდა პოპულარული;
  • ​კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერების თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულები, შესაძლოა, მთელ რიგ ფსიქონევროლოგიურ პრობლემებს გადააწყდნენ: ენცეფალოპათიას, ფსიქოზს, ნერვულ–კუნთოვან დისფუნქციას და ბევრ სხვას;
  • გამონაყარი ფეხებზე შესაძლოა კორონავირუსული ინფექციის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს, მიაჩნიათ ესპანელ და იტალიელ მედიკოსებს;
  • პაციენტებს, რომლებმაც COVID-19 მძიმე ფორმებში გადაიტანეს, უმცირდებათ ფილტვების მოცულობა და უქვეითდებათ ტვინის მუშაობა, აცხადებს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის პროფესორი;
  • Fox News-ის ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექციის მატარებელი „ნულოვანი პაციენტი“ ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა. ის ღამურისგან დასნებოვნდა ახალი კორონავირუსით, შემდეგ კი თავად იქცა ინფექციის წყაროდ. ამასთან, გამოცემის ცნობით, ლაბორატორია არ მუშაობდა ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე, მისი ამოცანა  ვირუსების კვლევა და ჩინელი მეცნიერების წარმატებების დემონსტრაცია იყო...
ყველა ახალი ამბავი
0