Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

© REUTERS / KEMAL ASLANსტამბული
სტამბული - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსთან ბრძოლაში თურქი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისის ტელეანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა

 

თბილისი,  16 აპრილი  — Sputnik.  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ ქართველი კოლეგა დავით ზალკალიანის განცხადებას, სადაც მან კორონავირუსთან ბრძოლაში თურქ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა, Twitter–ზე გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. 

ტელეანძა - Sputnik საქართველო
თბილისის ტელეანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

„კორონავირუსთან ბრძოლაში მხარდაჭერის ნიშნად თბილისის ტელეანძა თურქეთის დროშის ფერებში განათდა. ჩვენ მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობარ საქართველოს“, დაწერა ჩავუშოღლუმ Twitter–ზე.

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 69 392 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 1,5 ათასი ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, 16 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 336–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 74 ადამიანი, გარდაიცვალა 3.  კიდევ სამი ადამიანი კორონავირუსის დიაგნოზით  გადმოიყვანეს თურქეთიდან და სომხეთიდან. საკარანტინე რეჟიმში იმყოფება 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონალური უსაფრთხოების, განათლების სფეროში და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

ყველა ახალი ამბავი
0