მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოში პირველი: კორონავირუსზე აცრილი ქალი შეგრძნებებზე საუბრობს

CC BY 2.0 / NIAID / FluShotვაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი შვილის დედა, 44 წლის ჯენიფერ ჰალერი ამბობს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა მისთვის კორონავირუსზე გამარჯვებაში წვლილის შეტანას ნიშნავს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ამერიკელმა ჯენიფერ ჰალერმა, რომელსაც მსოფლიოში პირველს გაუკეთდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა, გამოცემა The Telegraph-ს შეგრძნებების შესახებ უამბო. 

​მისი თქმით, ვაქცინის შეყვანის პირველ დღეს ტემპერატურა მცირედ მოემატა, მეორე დღეს კი ძალიან სტკიოდა ხელი.

„და ამით დამთავრდა. ამის შემდეგ ყველაფერი წესრიგში მაქვს“, — განაცხადა ქალმა და ინექცია ჩვეულებრივ გრიპზე აცრას შეადარა.

ორი შვილის დედა, 44 წლის ჯენიფერ ჰალერი ამბობს, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობა მისთვის კორონავირუსზე გამარჯვებაში წვლილის შეტანას ნიშნავს.

„მე ვიამაყებ იმით, რომ ამ პროცესის მონაწილე ვიყავი“, — თქვა მან.

კორონავირუსი - Sputnik საქართველო
აშშ COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს: იძებნებიან მოხალისეები

აღინიშნება, რომ ქალს უახლოეს დღეებში ვაქცინის მეორე დოზა გაუკეთდება და შემდეგ სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება 2021 წლის გაზაფხულამდე.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა მარტის შუა რიცხვებში გამოაცხადა, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე კლინიკურ გამოცდას იწყებდა. ტესტირებისთვის 45 მოხალისე შეირჩა, რომლებსაც ერთნაირი დოზის ორი ინექცია უნდა გაუკეთდეს 28-დღიანი შუალედით. დოზები სხვადასხვაგვარია: 25, 100 და 150 მიკროგრამი. აღნიშნული კვლევა შეაფასებს ექსპერიმენტული ვაქცინის უსაფრთხოებას, იმუნური სისტემის პასუხის გამოწვევის უნარს და ამასთან განსაზღვრავს ოპტიმალურ დოზასაც.

ვაქცინა სახელწოდებით мРНК-1273 ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა შეიმუშავა ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-სთან ერთად. მან წარმატებით გაიარა გამოცდა ცხოველებზე.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 982 281 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 126 722 და განკურნებულია 487 471 პაციენტი. 

ყველა ახალი ამბავი
0