Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თვითიზოლირებულ ირაკლი მაქაცარიას ვეღარ იცნობთ - წვერი გაიზარდა და ხაჭაპურს აცხობს

© Facebook / TheBachelorUaირაკლი მაქაცარია
ირაკლი მაქაცარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი მაქაცარიამ ჭაღარა წვერი გაიზარდა და სამზარეულოში ფუსფუსს შეუდგა. პოპულარული ტელეწამყვანი რადიკალურად შეიცვალა. მისი ახალი იმიჯით გაოცებული თაყვანისმცემლები ემოციებს ვერ მალავენ.

ქართველ მამაკაცებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ირაკლი მაქაცარიაა. მის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სახლში დარჩენილი ტელესახე რადიკალურად შეიცვალა და ახლა უფრო დიდ ინტერესს იწვევს. უახლეს ფოტოებზე ირაკლი მაქაცარიას ამოცნობა გაგიჭირდებათ, ისევე, როგორც მის დანარჩენ თაყვანისმცემლებს. ისინი ირაკლის გარეგნობის ცვლილებებს აქტიურად განიხილავენ. ირაკლი მაქაცარიამ წვერი გაიზარდა და ახლა სამზარეულოში აჭარულების გამოცხობით არის დაკავებული. მისი საქმიანობა უამრავმა ქალმა მოიწონა. ვიდეო-გაკვეთილის კომენტარებში განსაკუთრებულად უკრაინელი მანდილოსნები გააქტიურდნენ, რომლებმაც ირაკლის აჭარული ხაჭაპურის რეცეპტიც ჩაიწერეს.

უკრაინასთან მაქაცარიას, მრავალ მეგობართან და კინოინდუსტრიაში საქმიან ურთიერთობებთან ერთად, რომანტიკულ შოუ Холостяк 6-ში მონაწილეობაც აკავშირებს. გარდა ამისა, ბიზნესმენს 2017 წელს ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობის გამოცდილება აქვს, სადაც ფინალამდე მიაღწია. 

View this post on Instagram

Несмотря на то, что я сегодня впервые в жизни приготовил своё любимое блюдо - хачапури по-аджарски, поверьте, это было очень вкусно и стоило всех кулинарных усилий 👨🏻‍🍳 Делюсь с вами рецептом и уверен, что у вас получится еще лучше и вы пригласите меня в гости.😬 Нам необходимы: ⁃ вода или молоко 400мл комнатной температуры ⁃ дрожжи 10г ⁃ соль 10г ⁃ сахар 10г ⁃ мука высшего сорта 1кг ⁃ растительное масло 60мл ⁃ деревенский сыр (имеретинский) или микс феты с моцарелой 1,5кг Смешиваем муку, соль, сахар, дрожжи, вливаем постепенно воду (молоко). Добавляем растительное масло. Вымешиваем тесто и оставляем на 2-3 часа в теплом месте. Потом снова разминаем его и оставляем на некоторое время, чтобы «подошло». Натираем сыр на терке. Поднявшееся тесто обваливаем в муке и нарезаем на порции 200-300г. Раскатываем каждую часть, высыпаем сыр, заворачиваем края «лодочкой» и добавляем ещё сыр. Разогреваем духовку на 170 градусов и помещаем наши хачапури на 25-30 мин. Когда тесто поднимется, достаем и вбиваем в «лодочку» яйцо. Снова помещаем хачапури на 2 минуты в печь. Подаём хачапури с двумя кусочками сливочного масла. Хорошенько все перемешиваем, отламываем «ушко» и теперь самое главное - вмокнуть кусочек этого теста в начинку и наслаждаться. . P.S. На второй день обязательное присутствие на моей онлайн-тренировке (это входит в рецепт) 😁 Будем вместе сжигать парочку лишних калорий 💪🏼Болинет! Что готовим следующее? 🇬🇪 #maqatsa #georgian

A post shared by Irakli Makatsaria (@maqatsa) on

33 წლის ბათუმელი ახალგაზრდა ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით მოხიბლა. აღსანიშნავია, რომ საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა, უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო. ირაკლი მაქაცარია ძირითადი სპეციალობით მარკეტოლოგია. 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც "ბოლივუდთან" თანამშრომლობს. სახელი რეიტინგული თოქ-შოუ „პრაიმ შოუს“ წამყვანობით გაითქვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0