თბილისის ქუჩებსა და პარკებში, მიუხედავად შესანიშნავი ამინდისა, თითქმის არავინაა. კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო მთელ ქვეყანაში მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები. ქვეყნის საზღვრები კი დაკეტილია - ტურისტების ჩამოსვლა გაურკვეველი დროით გადაიდო.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის ხელისუფლებამ ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ დროისათვის ქვეყანაში COVID-19 306 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 69 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი გარდაიცვალა.

1/21
© photo: Sputnik / Stringer
თბილისი , „ქალაქი რომელსაც უყვარხარ“, როგორც მთელი მსოფლიო, რთულ პერიოდს გადის, თუმცა გაზაფხულის მოსვლას ეს ხელს არ უშლის

2/21
© photo: Sputnik / Stringer
ძველი ხალხის რწმენით, გაზაფხული ზამთარს ხარება დღეს ამარცხებს

საქართველოს დედაქალაქი გამწვანდა და სიცოცხლით სავსე ფერებში შეიმოსა

4/21
© photo: Sputnik
ამ დროს თბილისის ქუჩები და მოედნები ცარიელია - ქვეყანაში საგანგებო რეჟიმია დაწესებული

5/21
© photo: Sputnik / Stringer
სამაგიეროდ აღარ არის საცობები, გარემო კი უფრო სუფთა გახდა

6/21
© photo: Sputnik
გაზაფხულის მზე ათბობს ცნობილ გოგირდის აბანოებს და ლეღვთახევს

7/21
© photo: Sputnik / Stringer
აბანოთუბანი, რომელსაც არაერთი ეპიდემია გამოუვლია, თითქოს პანდემიის დასრულებას ელოდება

თუმცა ყველა ადამიანი ვერ უძლებს კარანტინს და სახლიდან გამოდის. როგორ არ უნდა მივიღოთ სიამოვნება ამ მშვენიერი ამინდით, სუფთა ჰაერით, უჩვეულო სიჩუმით და, რა თქმა უნდა, წიგნის კითხვით?!

არანაკლებ განიცდიან ამ ყველაფერს ცხოველებივ: ქალაქში ადამიანების ნაკლებობა მათთვის, ალბათ, ცუდის ნიშანია. მაგრამ, კარგი ადამიანების წყალობით, მათ შიმშილი არ უწევთ

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ბუნებამ გამოიღვიძა

საქართველოში რთულია გაზაფხულზე სახლში გამოკეტვა, სეირნობის ნაცვლად კი - მხოლოდ მაღაზიებსა და აფთიაქებში სიარული

12/21
© photo: Sputnik / Stringer
თბილისში თითქოს დრო გაჩერდა: ბევრმა დაწესებულებამ ფუნქციონირება შეწყვიტა, ადამიანები დისტანციურად მუშაობენ, ზოგიერთი კი მშობლიურ სოფელში დაბრუნდა

ამ დროს კი თბილისი გამწვანდა, ყველგან მცენარეების სურნელი იგრძნობა

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი ეპიდემიის დასრულებას და პირველ მაყურებლებს ელის

თბილისური გაზაფხული ძალიან მრავალფეროვანია: ხან ქარიანი, ხანაც წვიმიანი, თუმცა ხშირად მზიანი, ლამაზი და ყოველთვის განსაკუთრებული

და თუ გაზაფხულის პირველ ნახევარში ამინდები ცვალებადია, აპრილის შუიდან უკვე უკვე თბება და დღეს საგრძნობლად იზრდება. წვიმა და ქარი იშვიათობაა, ამინდი კი - ნამდვილი სიამოვნება

სამწუხაროა, რომ ნიღბის გარეშე გაზაფხულს ვერ ჩავისუნთქავთ. პირბადის ტარება აუცილებელი პირობა არა არის, თუმცა ეპიდემიოლოგების ერთ-ერთი მთავარი რჩევაა

მორწმუნეებსაც მოუწოდებენ თავი შეიკავონ ეკლესიაში სიარულისგან, ამიტომ დედაქალაქის ტაძრებიც დაცარიელებულია

19/21
© photo: Sputnik / Stringer
ალბათ ყველასთვის რთულია გაზაფხულის თბილისში სეირნობაზე უარის თქმა, თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა

20/21
© photo: Sputnik
აღდგომა და გაზაფხულის სხვა დღესასწაულები კარს მოგვდგომია, რომლებსაც თბილისი და მისი მკვიდრები ჯანმრთელები უნდა შეეგებონ

ცარიელი ქუჩები და საკარანტინო გაზაფხული დიდხანს დაამახსოვრდებათ თბილისელებს და ქალაქის სტუმრებს. ახლა მთავარია კორონავირუსთან ბრძოლა სასიკეთოდ დასრულდეს და მსოფლიოში ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ დაემუქროს