ვაჭრობის მონაცემები: ოქრო რეკორდულად გაძვირდა

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიGold ingots
Gold ingots - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოტირების პიკზე უნცია ოქროს ფასმა 1785 დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ოქრო რეკორდულად გაძვირდა ჩიკაგოს CME ბირჟაზე ვაჭრობის დროს, რასაც ვაჭრობის მონაცემები მოწმობს.

კოტირების პიკზე უნცია ოქროს ფასმა 1785 დოლარს მიაღწია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის შემდეგ.

მაისის ფიუჩერსების ფასი 1761 დოლარს შეადგენს ( 0,6%-ით ზრდა), ხოლო აპრილისა — 1757,4 დოლარს უნცია ოქროზე ( 0,7%-ით ზრდა).

ოქროზე ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ეკონომისტებისა და ანალიტიკოსების განცხადებებმა, რომლებიც ცალკეული ქვეყნებისა და მსოფლიო ეკონომიკის  შესაძლო უდიდესი ვარდნის შესახებ ალაპარაკდნენ. ტრადიციულად, ოქრო განიხილება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო აქტივი.

ფიუჩერსი — ვადიანი საბირჟო კონტრაქტია, რომლის ერთი მხარე იღებს ვალდებულებას შეისყიდოს, ხოლო მეორე – გაყიდოს საბაზისო აქტივების განსაზღვრული რაოდენობა დადგენილ ვადაში, ფიქსირებულ ფასად. 

ყველა ახალი ამბავი
0