მოუსვენარი ნიკოლა კალაძე დედ-მამას მოდუნების არც ერთ წუთს არ აძლევს. უფროს ძმებს აწყობილ ლეგოებსა და კუბიკებს უნგრევს, მამას გაურბის და დედას ლოყებზე ჩქმეტს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ და მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს და მათგან მაგალითი აიღოს. ასე გამოიყურება ანუკი არეშიძის ერთი უბრალო დღე ბიჭების გარემოცვაში...
გადატვირთული გრაფიკი კორონავირუსის გავრცელების გამო სახლში, ოჯახთან ერთად ყოფნამ ჩაანაცვლა. ამიტომ სელებრითები სოციალურ ქსელში საკუთარი ფეშენებელური სახლებიდან სახალისო ფოტო-ვიდეოებს აქვეყნებენ ან სასარგებლო რჩევებს იძლევიან. ისინი კულინარიულ ნიჭსა და სხვადასხვა ხრიკებს ასაჯაროებენ. ანუკი არეშიძემ ერთ უცნაურ და არაორდინალურ ხერხს მიმართა. დიზაინერი დიდ დროს ვაჟებს უთმობს და პარალელურად სამზარეულოში ფუსფუსსაც ასწრებს. მისი ყოველდღიური რუტინა პანდემიის გამო შეიცვალა და ახლა ყველა საქმემ სახლში გადმოინაცვლა. ნახეთ დიზაინერის მიერ გამოქვეყნებული სახალისო ვიდეო... რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა კალაძეების ძალიან სასაცილო ვიდეო. პატარა ნიკოლა კალაძე დაღლილ თბილისის მერს სცემდა. ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ყველაზე მეტად არის გათამამებული.
მიუხედავად იმისა, რომ მამასთან ხელჩართული ბრძოლა დასრულდა ნიკოლა კალაძე ახალი გასართობი იპოვა. ახლა მისი მიზანი დედის მოდური საყურის მოგლეჯა გახდა, თუმცა ანუკიმ ვითარების განმუხტვა ოპერატიულად შეძლო. გაბრაზებულმა პატარა ნიკოლამ მომენტი იხელთა და დიზაინერი დედის ლოყებს ძლიერად დაუწყო მოჭერა. უსაყვარლესი ვიდეო ანუკი არეშიძემ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რომლის „ფოლოვერების“ რაოდენობა სულ მალე ნახევარი მილიონი გახდება.