Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დასტურდება თუ არა ზედაპირებიდან ინფიცირების რისკი: გერმანელი ვირუსოლოგის კვლევა

© AP Photo / NIAID-RMLკორონავირუსი უჯრედის ზედაპირზე
კორონავირუსი უჯრედის ზედაპირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესორ ჰენდრიკ შტრეკის თქმით, ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ყველა წევრი ინფიცირებული იყო, მეცნიერებმა ვერც ერთ ზედაპირზე ვერ აღმოაჩინეს ცოცხალი ვირუსი.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ბონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვირუსოლოგიისა და აიდ-ინფექციის ინსტიტუტის დირექტორმა ჰენდრიკ შტრეკმა ფედერალურ ტელეარხზე იმ კვლევის შედეგებზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა ჩაატარა კორონავირუსით ინფიცირებისა და გადადების გზებთან დაკავშირებით.

ინტერვიუდან ირკვევა, რომ ჰაინსბერგის ოლქის ჯანდაცვის დეპარტამენტმა, რომელიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზიანა, პროფესორ შტრეკს სთხოვა, დროებით საკუთარ თავზე აეღო COVID-19-ის დიაგნოსტიკის საქმე და გაერკვია, რა მასშტაბი ჰქონდა დაავადებას აღნიშნულ ტერიტორიაზე.

პროფესორი დაუკავშირდა ბონის უნივერსიტეტის ჰიგიენისტ რიკარდა შმიტჰაუზენს, რომელთან ერთადაც კარდაკარ შემოიარა ჰაინსბერგში მცხოვრები ინფიცირებულების სახლები და გამოკითხა ისინი, სავარაუდოდ საიდან შეიძლებოდა დაინფიცირებულიყვნენ, რა მედიკამენტებს იღებდნენ მანამდე და ჰქონდათ თუ არა სხვა დაავადება. ასევე აუღეს მათ სისხლისა და ნაცხის სინჯები.

გარდა ამისა, მეცნიერებმა სინჯები აიღეს სახლის ზარების ღილაკებიდან, კარის სახელურებიდან, ჰაერიდან, ტუალეტიდან, მობილური ტელეფონებიდან, დისტანციური პულტებიდან და ასევე კატებიდან.

„არც ერთი კატა არ აღმოჩნდა COVID-19-ით ინფიცირებული... ვირუსები აღმოვაჩინეთ ზარის ღილაკებზე, კარის სახელურებზე, უნიტაზის ავზებზე, პირსაბანებზე. მაგრამ როდესაც სინჯები ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში მიგვქონდა მათი კულტივაციისთვის, რათა გვენახა, ჰქონდათ თუ არა ინფიცირების უნარი, ეს არასდროს გამოგვივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ დავადასტურეთ მკვდარი ვირუსების RNA–არსებობა, ვინაიდან ვერც ერთხელ ვერ შევძელით ცოცხალი ვირუსის მიღება“, — განაცხადა ინტერვიუში ჰენდრიკ შტრეკმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კარის სახელური, ზარის ღილაკი, პროდუქტების კალათები სუპერმარკეტებში, კატები, მობილური ტელეფონები და ბევრი სხვა რამ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, პროფესორმა უპასუხა:

ძაღლი და ბიჭი - Sputnik საქართველო
მოეშვით ძაღლებსა და კატებს: მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი ინფიცირების რისკს გამორიცხავს

„ახალ კვლევაში, რომელსაც ახლა ვაწარმოებთ, ამ საკითხს ღრმად შევისწავლით — ამ კუთხით ჩვენ რეპრეზენტაციული სინჯები გვექნება და მაშინ გიპასუხებთ, სად არის ვირუსები და სად — არა. იმ შედეგებიდან, რომლებიც აქამდე გვაქვს მიღებული, ჩემი აზრით, შეიძლება ითქვას, რომ ზარის ღილაკიდან და კარის სახელურებიდან ინფიცირება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დაავადებული უშუალოდ მასზე შეხების წინ ხელში ჩაახველებს, შემდეგ კი სხვა შეეხება ზარს“. 

ჰენდრიკ შტრეკი ვერ აკონკრეტებს, რა დროს შეიძლება მოიცავდეს „შემდეგ“, ვინაიდან მსგავსი კვლევა „კარგად არასდროს ჩატარებულა და ეს ჯერჯერობით უცნობია“.

თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ყველა წევრი ინფიცირებული იყო, მეცნიერებმა ვერც ერთ ზედაპირზე ვერ აღმოაჩინეს ცოცხალი ვირუსი.

პროფესორის განმარტებით, ამ დროისათვის მათთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ COVID-19 — ეს არ არის ინფექციური დაავადება, რომელიც კონტაქტით გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს, რომ კარის სახელურები ინფექციის გავრცელების გზა არ არის, და რომ ინფიცირების საფრთხე არ არსებობს მაღაზიაში პროდუქტების შეძენისას.

ყველა ახალი ამბავი
0