Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვინ გააჩინა კორონავირუსი: აშშ-ის სენატი მასშტაბურ გამოძიებას იწყებს

© photo: Sputnik / Igor Mikhelev / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის კონგრესის შენობა
აშშ-ის კონგრესის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ხელისუფლების აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არასაკმარისად გაისარჯა ჩინეთში კორონავირუსის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად მისი გავრცელების ადრეულ ეტაპზე.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. აშშ-ის სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტი კორონავირუსის გაჩენა–გავრცელების მიზეზების მასშტაბურ გამოძიებას იწყებს, განუცხადა გამოცემა Politico-ს სენატორმა რონ ჯონსონმა, რომელიც ხელმძღვანელობს აღნიშნულ კომიტეტს. 

ესპანელ მედიკოსებს ინფიცირებული საავადმყოფოში გადაჰყავთ - Sputnik საქართველო
მსოფლიო ღამით: ბოლო მონაცემები, დროებით გათავისუფლებული პატიმრები და ფულადი კომპენსაცია

მისი თქმით, კომიტეტი ასევე შეისწავლის ჩინეთისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლს ვირუსთან ბრძოლაში.

„საიდან დაიწყო ყველაფერი? გადაეცა თუ არა ის ცხოველიდან ადამიანს, თუ ჩინეთის ლაბორატორიიდან გამოვიდა? შესაძლოა ამის უკან საუკეთესო განზრახვები — ზოგადად კორონავირუსის წამლების ან მისი მკურნალობის მეთოდის შექმნის მცდელობა იდგა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა როლი შეიძლება შეესრულებინა ჯანმოს ამ საქმის დაფარვის მცდელობაში“, — განაცხადა ჯონსონმა.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ჯანმოს როლის გამოძიების საქმე სენატორ რიკ სკოტს მიანდო. აშშ-ის ხელისუფლების აზრით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არასაკმარისად გაისარჯა ჩინეთში კორონავირუსის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად მისი გავრცელების ადრეულ ეტაპზე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ შესაძლოა ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდანაც გაიყვანოს და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციიდანაც (ვმო). პრეზიდენტი ორივე მათგანს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ისინი ზიანს აყენებენ აშშ-ის ინტერესებს. კერძოდ, ტრამპს მიაჩნია, რომ ვმო ხელს უწყობდა ჩინეთის „უპატიოსნო“ სავაჭრო ნაბიჯებს აშშ-ის წინააღმდე, ხოლო ჯანმო „ზედმეტად იყო კონცენტრირებული ჩინეთზე“ — მიუხედავად იმისა, რომ ფინანსების ლომის წილს აშშ-დან იღებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 920 985 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 119 686 და განკურნებულია 2 935 006 პაციენტი. ამასთან, ამ დროისათვის ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ პოზიციაზეა აშშ — 582 580 ინფიცირებულით, მეორეზე — ესპანეთი (170 099), მესამეზე — იტალია (159 516). 

ყველა ახალი ამბავი
0