Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ათჯერ უფრო მომაკვდინებელი“: გებრეიესუსმა COVID-19 ღორის გრიპს შეადარა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიტედროს ადამონ გებრეისუსი
ტედროს ადამონ გებრეისუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღორის გრიპის პანდემიის დროს, რომელიც 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა, დაახლოებით 1,6 მლნ ადამიანი დაინფიცირდა და აქედან 18 449 შემთხვევა ლეტალური გამოდგა.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა COVID-19-ის საფრთხე ღორის გრიპს შეადარა და განაცხადა, რომ COVID-19 ათჯერ უფრო მომაკვდინებელია, იუწყება Independent-ი.

​მისი თქმით, ღორის გრიპის პანდემიის დროს, რომელიც 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა, დაახლოებით 1,6 მლნ ადამიანი დაინფიცირდა და აქედან 18 449 შემთხვევა ლეტალური გამოდგა. გებრეიესუსმა ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ამ მაჩვენებელს ათჯერ გადააჭარბა.

„ჩვენ ვიცით, რომ COVID-19 სწრაფად ვრცელდება, და ჩვენ ვიცით, რომ ის მომაკვდინებელია — ათჯერ მეტად სასიკვდილოდ სახიფათოა, ვიდრე 2009 წლის გრიპის პანდემია“, — ციტირებს გამოცემა ჯანმოს დირექტორის სიტყვებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოს 185 ქვეყანაში, ვირუსის აფეთქების მომენტიდან დღემდე, 1 929 922 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 120 449 და განკურნებულია 465 073 პაციენტი. 

ყველა ახალი ამბავი
0