Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი კლინიკა TIM-ის კიდევ ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა

© REUTERS / CIRO DE LUCAექიმი დამცავ კომპინიზონში
ექიმი დამცავ კომპინიზონში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის კლინიკა დახურულია და იქ პაციენტებს არ იღებენ. მედპერსონალის ნაწილი კარანტინშია გადაყვანილი. ეპიდემიოლოგები ინფიცირების წყაროს ადგენენ.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. კორონავირუსი თბილისის კლინიკა TIM-ის ("თბილისის მედიცინის ინსტიტუტი") კიდევ ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. 

ტესტ–სიტემები კორონავირუსის დიაგნოტიკისთვის  - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 296-მდე გაიზარდა

კლინიკის დირექტორის გიორგი კაჭახიძის განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაში ინფიცირების წყარო ის თანამშრომელი არ არის, რომელსაც კორონავირუსი 12 აპრილს დაუდასტურდა.

„კორონავირუსი ოთხ თანამშრომელს დაუდასტურდა. წყარო ერთ-ერთი თანამშრომელია, მაგრამ არა ის, რომელსაც თავიდან ვირუსი აღმოაჩნდა, არამედ ერთ-ერთი მედდა, რომელიც იყო ასიმპტომური და ამ დრომდე ასიმპტომურად რჩება. როგორც ჩანს, იგი ითვლება წყაროდ. ინფიცირებული არიან ის მედიკოსები, რომლებიც მასთან წყვილში მუშაობდნენ“, – განაცხადა კაჭახიძემ.

მედპერსონალის ინფიცირების წყაროსთან დაკავშირებით სხვა დეტალები ცნობილი არ არის. ამ საკითხზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ამასთან, კლინიკის დირექტორმა არ დაადასტურა მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედდა თავისი ძმისგან დაინფიცირდა, რომელიც სასულიერო პირია.

„ვერაფერს გეტყვით იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ მედდა სასულიერო პირისგან დაინფიცირდა. მე ინფორმაცია მაქვს მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენს კლინიკაში ხდება. დანარჩენს ეპიდემიოლოგები დაადგენენ“, – აღნიშნა კაჭახიძემ. 

ექიმები - Sputnik საქართველო
საჩხერის კლინიკის ინფექციონისტმა კორონავირუსი დაამარცხა

ამ დროისათვის კლინიკაში ინფექცია ხუთ თანამშრომელს დაუდასტურდა. კაჭახიძის სიტყვებით, საბედნიეროდ, არც ერთი პაციენტი არ არის ინფიცირებული.

TIM-ის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი 12 აპრილს დაუდგინდა. მას შემდეგ კლინიკა ორი კვირით დაიკეტა, 30-მდე ექიმი კი კარანტინში იმყოფება. თვითიზოლაციაში იმყოფება ასევე კლინიკის დირექტორიც.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს, მათი ნაწილი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, დაახლოებით ათამდე პაციენტი კი ადგილზე რჩება და მათთან ის მედპერსონალი მუშაობს, რომელთაც კონტაქტი არ ჰქონიათ ინფიცირებულ კოლეგებთან.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 296-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 68 პაციენტი, გარდაიცვალა სამი. კარანტინში იმყოფება 4 834 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 434 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0