ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდანაა
„ქვეყნის მასშტაბით 68 გამოჯანმრთელებულია. 296-დან 84 პაციენტი ჩვენია და მათგან 45 ჩვენი გამოჯანმრთელებულია. ამ ეტაპზე კოვიდ-ცენტრებში 228 პაციენტი მკურნალობს. ჩვენ გუშინ, დღე-ღამის განმავლობაში ექვსი ახალი პაციენტი დაგვემატა, ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან შემოვიდა ხუთი პაციენტი, რომელთაგან ოთხი მოზარდია, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება. კიდევ ერთი შემოგვემატა სხვა კლასტერიდან. ორი კლასტერი შემოგვემატა - ერთი ქობულეთი და მეორეს წყარო ჩემთვის უცნობია“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის განმარტებით, სულ 24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა და დღეს, დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა.