ვნების კვირა დაიწყო: რა დაიშვება და რა იკრძალება ვნების შვიდეულში

© Pixabay / Geraltჯვრის წინ მუხლმოყრილი მორწმუნე
ჯვრის წინ მუხლმოყრილი მორწმუნე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
იესო ქრისტეს ცხოვრებასთან დაკავშირებული მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

ვნების კვირა – დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირა.

ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0