Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

უკრაინა კიევ-პეჩორის ლავრას კარანტინზე კეტავს

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიკიევ-პეჩორის ლავრა
კიევ-პეჩორის ლავრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების დადასტურებული 79 შემთხვევიდან 63 კიევ-პეჩორის ლავრაზე მოდის. სულ ლავრაში კორონავირუსით დასნებოვნების 90-ზე მეტი ფაქტია დადასტურებული.

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. კიევ-პეჩორის ლავრა კარანტინზე იკეტება იქ გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 90-ზე მეტი შემთხვევის გამო, განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ონლაინ-პრესკონფერენციისას.

„კიევ-პეჩორის ლავრა, დედაქალაქის საგანგებო ვითარებათა კომისიის გადაწყვეტილებით, კარანტინზე იკეტება! მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს, გააკონტროლონ ამ გადაწყვეტილების შესრულება“, — განაცხადა კლიჩკომ.

მისი თქმით, მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში კიევში ინფიცირების დადასტურებული 79 შემთხვევიდან 63 კიევ-პეჩორის ლავრაზე მოდის. სულ ლავრაში კორონავირუსით დასნებოვნების 90-ზე მეტი ფაქტია დადასტურებული.

„ქალაქი დღეს ლავრაში მობილურ რენტგენებსა და მედიკოსების ბრიგადას გაგზავნის ტესტის სინჯების ასაღებად. ჩვენ რეალური სურათი უნდა გვქონდეს დაავადების კერაზე“, — აღნიშნა კლიჩკომ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით ინფიცირებული მეუფე პავლე ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 325-ით გაიზარდა და ამ დროისათვის 3 102 დაავადებულს შეადგენს ქვეყნის მასშტაბით. აქედან გარდაცვლილია 93 და განკურნებულია 97 პაციენტი.

ყველა ახალი ამბავი
0