თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა და ადგილზევე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სანადირო თოფით ფრინველისთვის სროლას აპირებდა, თუმცა ტყვია თავად მოხვდა, ერთ-ერთი ვერსიით, სანადირო თოფი მწყობრიდან იყო გამოსული.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.