Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტიკარაძე: ქუჩების დეზინფექცია ადამიანებისთვის საშიში არაა

© Sputnik / Alexander Imedashviliქუჩების დეზინფექცია
ქუჩების დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ უცხოური ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა შეისწავლა და ისე შეარჩია სადეზინფექციო საშუალებები

თბილისი, 13 აპრილი  — Sputnik.  სადეზინფექციო საშუალებები, რომლითაც ქუჩების მორეცხვა ხორციელდება, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, აღნიშნულ პრაქტიკას არამარტო საქართველო, არამედ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა იყენებს. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა

 „ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ თუ რა საშუალებებით მიმდინარეობს ქუჩების მორეცხვა. არ ვთვლი, რომ ზედმეტ რაოდენობას ვიყენებთ.  შედგენილია კონკრეტული გრაფიკი და ასევე ჯერადობა თუ რა მასალით და რამდენ ხანში ერთხელ უნდა დამუშავდეს ქუჩები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ სადეზინფექციო ხსნარები ადამიანის ჯანმრთელობისთვის არანაირ რისკს არ შეიცავს”, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოს ქალაქებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად ტარდება. თბილისის, ზუგდიდის, გორის, ბათუმის, ქუთაისისა და სხვა ქალაქების  ქუჩებს პერიოდულად სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ.

ქვეყნის დიდ ქალაქებში სადეზინფექციო სამუშაოებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კვირაში ერთხელ ჩაატარებენ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინე რეჟიმია გამოცხადებული. გადაწყვეტილება ძალაში 31 მარტის დილიდან შევიდა. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი.

მთლიანად  შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაწესებულია ტაქსის მუშაობის მკაცრი რეგლამენტი – ნებადართულია მხოლოდ ორი მგზავრის მომსახურება.

ქუჩაში გამოსვლისას, ყველა მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ყველას, განსაკუთრებით ხანშიშესულებს სახლიდან გამოსვლას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ურჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0