Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თალაკვაძე: მაისიდან შეიძლება შეზღუდვები  ეტაპობრივად მოიხსნას, თუ...

© photo: Government of Georgia / FB არჩილ თალაკვაძე
 არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა და პარლამენტი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენის გეგმაზე მუშაობენ

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik.  იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველა პირობა და რეკომენდაციები შესრულდება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ მაისიდან  შეზღუდვები, შესაძლოა, ეტაპობრივად მოიხსნას.

როგორც არჩილ თალაკვაძემ  პარლამენტის ბიუროს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სახელმწიფო და მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა, რაც ხელისუფლებისთვის ნომერ პირველი ამოცანაა. მეორე ამოცანა – ეკონომიკის სტაბილიზაცია და პოსტპანდემიურ პერიოდში მისი აღდგენისთვის გეგმის მომზადებაა. 

მაგიდების დეზინფექცია რესტორანში გახსნის წინ - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/21 ივლისი

 „მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა ჩვენი ეკონომიკის სტაბილიზაცია და ეკონომიკის აღდგენისთვის ეფექტიანი გეგმის მომზადებაა, რაზეც ინტენსტიურად ვმუშაობთ. პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა, ჩვენი მონაწილეობით, შეიმუშავებს და  წარმოადგენს კონკრეტული ეკონომიკური ინტერვენციების პაკეტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით მრავალი  ქვეყნისთის სამაგალითო გახდა.

 „ყველა ზომა იყო დროულად და ეფექტურად განხორციელებული, თუმცა, მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა – ის, რომ საქართველომ მოახერხა და შეძლო პირველი ეტაპის ეფექტურად მართვა, არ არის გარანტია იმის, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი დაბალი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ ეტაპზე ყველა ღონისძიება გავატარეთ. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააგრძელოს ყველა რეკომენდაციის შესრულება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

სპიკერის სიტყვებით, რაც უფრო მეტი მოქალაქე შეასრულებს რეკომენდაციებსა და დადგენილ წესებს, მით უფრო მალე დაუბრუნდება ყველაფერი ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო.

ყველა ახალი ამბავი
0