როდის გამოჩნდება დეფიციტური პრეპარატები ქართულ ბაზარზე – მინისტრის პასუხი

© photo: Sputnikფარმაცევტი
ფარმაცევტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკატერინე ტიკარაძემ აღიარა, რომ სააფთიაქო ქსელიდან დეფიციტური პრეპარატები გაქრა, თუმცა, პირობა დადო, რომ მედიკამენტების მარაგი უახლოეს მომავალში შეივსება

 

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik.  საქართველოში დეფიციტური პრეპარატი „პლაქვენილის“ ათასზე მეტი კოლოფია შემოტანილი, კიდევ სამი ათასი ახლო მომავალში შემოვა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე.

 „პლაქვენილი“ ქვეყანაში დეფიციტი მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მას ქართველი ექიმები კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენებენ. აქედან გამომდინარე, ისეთი სერიოზული დაავადებების მქონე პაციენტები, როგორიცაა წითელი მგლურა და სხვა რევმატოიდული დაავადებები, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის შეძენას ვერ ახერხებენ.

ტიკარაძის სიტყვებით, ათასზე მეტი კოლოფი შესაბამის დაწესებულებებს უკვე გადაეცათ. დანარჩენი სამი ათასი კოლოფი „პლაქვენილი“ კი აფთიაქებში მალე გამოჩნდება. 

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
სრული მზადყოფნა: პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს ახალი დავალებები მისცა

კითხვაზე,  პრეპარატის სიმცირის გამო პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან თუ არა იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ჩართული არიან სპეციალურ ფენილკეტონურ პროგრამაში, ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ ჯგუფის  ავადმყოფებისთვის გარკვეული დასახელების პრეპარატები არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა, არსებობს მათი შემცვლელი მედიკამენტები.

„ამ პროგრამასთან დაკავშირებით დღესდღეობით დეფიციტი არ აღინიშნება, თუმცა, არის გარკვეული დასახელების პრეპარატები, რომელიც არ არის ქსელში, მაგრამ არსებობს ალტერნატივები.  ჩვენი მხრიდან შესყიდვა უკვე განხორციელებულია და მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს,  მარაგები უმოკლეს დროში იქნება შევსებული“,- განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 266–მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულია 67, გარდაცვლილია სამი. კარანტინში იმყოფება 4 890, სტაციონარში მკურნალობს 439.

ყველა ახალი ამბავი
0