ზურაბიშვილი და კალაძე ულოცავენ ყველას, ვინც დღეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

© photo: Sputnik / Kirill kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიკათოლიკური აღდგომა მოსკოვში
კათოლიკური აღდგომა მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა მიულოცეს აღდგომა ყველა იმ პირს, რომელიც დღეს ქრისტიანულ სამყაროში ყველაზე დიდებულ დღესასწაულს - აღდგომას აღნიშნავს.

დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს კათოლიკური, სომხური და ევანგელურ-ლუთერული ეკლესიები აღნიშნავენ.

ძველი წიგნი - Sputnik საქართველო
ჟამიანობა საქართველოში: ყვავილზე „აჭრილი“ უფლისწული და ქოლერას შეწირული პატრიარქი

აღდგომის დღესასწაული მორწმუნეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა.

„ყველა ჩვენს თანამემამულეს, ვინც დღეს ზეიმობს ქრისტეს აღდგომას, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ვუსურვებ მშვიდობასა და ჯანმრთელობას!“, - წერს ზურაბიშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღდგომას აღნიშნავს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ კათოლიკურ, სომხურ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს, ყველას, ვინც დღეს აღნიშნავს უფლის აღდგომას“,- წერს კახა კალაძე Twitter-ის გვერდზე.

დღეს კათოლიკურ, სომხურ და ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც მიულოცა.

მიუხედავად იმისა, რომ დღესასწაულის თარიღს კათოლიკეებიც და მართლმადიდებლებიც ერთნაირი წესით განსაზღვრავენ, მართლმადიდებლების და კათოლიკეების აღდგომის თარიღები განსხვავდება და ამის მიზეზი გრიგორიანულ და იულიუსის კალენდრებში არსებული სხვაობაა. თარიღებს შორის განსხვავება ზოგჯერ ერთ კვირას შეადგენს, ზოგჯერ რამდენიმეს, ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა კიდეც. მაგალითად ბოლოს კათოლიკური და მართლმადიდებლური აღდგომის თარიღები 2017 წელს დაემთხვა.

2020 წელს კათოლიკური ეკლესია აღდგომას 12 აპრილს იზეიმებს, ხოლო მართლმადიდებელი კი ერთი კვირის შემდეგ - 19 რიცხვში.

ყველა ახალი ამბავი
0