თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა ერთ დღე-ღამეში 2 186-ით გაიზარდა და 15 770-ს გაუტოლდა, იუწყება РИА Новости.
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 770 შემთხვევა დადასტურდა (ერთ დღე-ღამეში ზრდამ 16,1% შეადგინა).
ერთ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა, სულ გარდაცვლილია 130 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1291-ს აღწევს, ერთ დღე-ღამეში კლინიკებიდან 246 პაციენტი გაეწერა.
რუსეთში ექიმების დაკვირვების ქვეშ 146 ათასი ადამიანი რჩება, ერთ დღე-ღამეში ტესტირება 94 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. რუსეთში სულ 1,2 მილიონი ტესტი გაკეთდა.
მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 158-ს აღწევს, გამოჯანმრთელდა 687 ადამიანი, გარდაიცვალა -72.
საჭირო მომენტში ორივე პრეზიდენტი ივიწყებს უთანხმოებას: პესკოვის კომენტარი >>
რუსეთში თითქმის ყველა რეგიონში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი მოქმედებს, მოქალაქეებს მოუწოდებენ უკიდურესი საჭიროების გარდა არ დატოვონ სახლები და ერთმანეთთან მინიმუმ ერთ მეტრიანი დისტანცია დაიცვან.