Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლევან რატიანი: ეს ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი...

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლევან რატიანის თქმით, როდესაც დგება პანდემია და ეპიდემია, ვინაიდან ვირუსის უჯრედები ახლადწარმოშობილია, ისინი „ბობოქრობენ“, თუმცა დროთა განმავლობაში ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს.

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. დადგება მომენტი, კორონავირუსი შეწყვეტს ბობოქრობას და ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს, განაცხადა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, პროფესორმა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანმა, რომელიც პროფესიით ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგია, განაცხადა, რომ ვირუსი აუცილებლად გახდება ადამიანების ცხოვრების თანმდევი, მაგრამ აგრესიულობას დაკარგავს.

„იცით, რომ ამ ეტაპამდე მუშაობს რიგი სახელმწიფოები, რომ შეიქმნას ვაქცინა, მაგრამ დამტკიცებული მედიცინის მხრივ, ჯერჯერობით ვაქცინა არ არის. პანდემიას, ეპიდემიას ახასიათებს ასეთი რაღაც, ბუნების კანონია: დაწყნარდება აუცილებლად ვირუსი, და დაწყნარდებიან ადამიანებიც... ვირუსი აუცილებლად გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ერთი პირობით – ასეთი აგრესიულობის გარეშე“, - აღნიშნა რატიანმა.
მედიკოსები - Sputnik საქართველო
კორონავირუსი აშშ-ში, იტალიაში და მსოფლიოში - ბოლო მონაცემები 12 აპრილისთვის

მისივე თქმით, როდესაც დგება პანდემია და ეპიდემია, ვინაიდან ვირუსის უჯრედები ახლადწარმოშობილია, ისინი „ბობოქრობენ“, თუმცა დროთა განმავლობაში ადამიანი ამ ვირუსს დაავადების გარეშე გადალახავს.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 252-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელდა 63 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კიდევ საქართველოს სამ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა სხვა ქვეყნებში, ისინი მკურნალობას საქართველოში აგრძელებენ. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4925, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 401 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0