Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა მარნეულს უკავშირდება

© photo : Ministry of Internal Affairs of Georgia / FBბლოკპოსტი მარნეულის შესასვლელში
ბლოკპოსტი მარნეულის შესასვლელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად 21 დღის წინ გამოცხადდა, მუნიციპალიტეტში სულ 14 ინფიცირებული პირი იყო

თბილისი, 12 აპრილი - Sputnik. მარნეულში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, ეს ე.წ. სოფელ მარადისის კლასტერია.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან სამი არის იმ ინფიცირებული ქალის ოჯახის წევრები, რომელსაც ვირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. საერთო ჯამში მათ ოჯახში COVID-19-ით ექვსი ადამიანია ინფიცირებული.

კარანტინი მარნეულში - Sputnik საქართველო
მარნეულის მერი: გთხოვთ, როგორც სამი კვირის წინ ითხოვდნენ იტალიის მერები... დარჩით სახლში!

ამავე დროს, დარგალის თქმით, სოფელ მარდისში სულ 40 ოჯახი ცხოვრობს.

„ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება. სოფელში ყოველდღიურად თერმოსკრინინგი მიმდინარეობს“, - განაცხადა მერმა პირველი არხის ეთერში.

მარნეულის მუნიციპალიტეტი მკაცრი კარანტინის ზონად 21 დღის წინ გამოცხადდა, მუნიციპალიტეტში სულ 14 ინფიცირებული პირი იყო, საიდანაც შვიდი უკვე გამოჯანმრთელდა.

ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსი 20 ადამიანს დაუდასტურდა >>

დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 257 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 67 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 - გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი პირველი პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება. 79 წლის ქალს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა, მათ შორის გულის უკმარისობა.

ყველა ახალი ამბავი
0