Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

აზერბაიჯანში COVID-19-ით ერთ დღე-ღამეში 40 ადამიანი დაინფიცირდა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშისიცხის გაზომვა
სიცხის გაზომვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 837 დაავადებული განაგრძობს, იუწყება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბი.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

ბოლო ერთ დღეში კლინიკებიდან 50 ადამიანი გაწერეს.

მედმუშაკი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სომხეთში ათასს გადააჭარბა

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ამ დროისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 1098 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 250, გარდაიცვალა – 11. ამჟამად საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 837 დაავადებული განაგრძობს. აქედან 24 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, 37-ის – საშუალო სიმძიმის, ხოლო დანარჩენების – სტაბილური.

გასულ პერიოდში კორონავირუსზე 66 677 ტესტი ჩატარდა.

ყველა ახალი ამბავი
0