სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მთის მოსახლეობას პროდუქტი ჩაუტანეს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშივერტმფრენი
ვერტმფრენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო თუშეთის, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მთის მოსახლეობას  ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები ჩაუტანეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით,  ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით გეგმიური რეისი შეასრულა. მესაზღვრეების როტაციისა და მათთვის აუცილებელი ტვირთის ტრანსპორტირების გარდა, სასაზღვრო ავიაცია ადგილობრივ მოსახლეობასაც მოემსახურა.

კერძოდ, კახეთის რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა თუშეთის სოფლების 25-მდე ოჯახს ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტები ჩაუტანა.

სასაზღვრო ავიაციის გეგმიური რეისი ხევსურეთის მიმართულებითაც შესრულდა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ პირიქითა ხევსურეთის სოფლებში მცხოვრებ 50-მდე ოჯახს პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები ჩაუტანა.

რთული გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პირობების გამო, თუშეთის, შატილისა და არხოტის სოფლები გარე სამყაროს ჯერ კიდევ მოწყვეტილია და მოსახლეობასთან კომუნიკაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით ხდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0