Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები: დეტალები

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები – დეტალები

ბოლო მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 233-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54, გარდაიცვალა 3. გარდა ამისა, საქართველოს კიდევ სამ მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას. კარანტინში იმყოფება 4672 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 373  პაციენტია.

„24 საათის განმავლობაში გვყავს 2 ახალი შემთხვევა. დღე-ღამის განმავლობაში 15 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება და ერთს დაუდასტურდა კორონავირუსი. ჩვენ ახლა გვყავს 35 დადასტურებული შემთხვევა და 38 უკვე განიკურნა. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, 3 პრობლემური პაციენტი გვყავს, მაგრამ მათი მდგომარეობა არ გაუარესებულა. ჩვენთან მხოლოდ 3 პაციენტის წყარო არაა ცნობილი, მაგრამ ისინი ძველი პაციენტების კონტაქტები არიან. დღეს ვატარებთ მონიტორინგს იმ პაციენტებს, რომლებსაც უკვე გატარებული დღეების მიხედვით გამოჯანმრთელება უწევთ და ვნახოთ, როგორი იქნება შედეგები“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
სასწრაფო დახმარების მანქანები ბაქოში - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 991-ს მიაღწია

რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, იგი ქუთაისის ცხელების ცენტრიდან  ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

„ეს პაციენტი არის სვანეთის კლასტერი, ეს არის ხუთი წლის ბავშვი გამოხატული პნევმონიით“, - განაცხადა ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა.

ეზუგბაიას თქმით, ამიერიდან იმ პირებს, რომლებსაც კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდათ და მკურნალობას აქ გაივლიან, ცალკე განიხილავენ.

„ამ ეტაპზე გვყავს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ მათგან 3 შემოტანილია უცხოეთიდან: 2 სომხეთიდან და 1 თურქეთიდან. ამ ადამიანებს კორონავირუსი იქ დაუდასტურდათ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები არიან და აქ გაივლიან მკურნალობას. ეს 3 შემთხვევა ცალკე უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0