Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მეუფე გრიგოლი: მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე

© Sputnik / Seyran Baroyanფოთის საკათედრო ტაძარი
ფოთის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქოში გადაწყდა, რომ 4 აპრილიდან წირვები ჩატარდება კომენდანტის საათის გათვალისწინებით და 20:00 საათიდან ეკლესიები დაიკეტება.

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. კომენდანტის საათის გამო,  მრევლი ვერ შეძლებს ეკლესიაში მოსვლას და ჩვენ ალბათ მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე, განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

სატყეო სააგენტო მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს >>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 21:00 საათიდან 06:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, აკრძალულია სამ კაცზე მეტი პირის შეკრება.

აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდება რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნა. საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ შეახსენებს მორწმუნეებს, რომ აღდგომის ღამესაც, 19 აპრილს ქვეყანაში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც საგანგებო მდგომარების რეჟიმის ფარგლებში დაწესდა.

„არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი, რადგან მძიმე ჯარიმების გადახდა უწევთ და შეიძლება მერე, კიდევ მეტი სირთულეები დაუდგეთ წინ," - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
საღამოს წირვა ბზობის წინ - Sputnik საქართველო
ბზობა 2020: როგორ აღინიშნება დღესასწაული კორონავირუსის პირობებში

მეუფის განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ მას ჰქონდა  მცდელობა, კორონავირუსის გამოსარიცხად ტესტი გაეკეთებინა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოახერხა.

„ნეტავ ტესტი ყველას ჩაუტარდეს სათითაოდ. რა თქმა უნდა, ციფრი გაიზრდება უცბად, მაგრამ გვეცოდინება მაინც ვინ ვართ საფრთხის მატარებელი. მე ის უფრო მაწუხებს სხვას არ შევყარო ეს ინფექცია. ამაშია ამ ვირუსის მთელი მზაკვრობა. მე ამაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ, გარდა პოზიტივისა“, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების წესებზე საპატრიარქო და ხელისუფლება ჯერ ბოლომდე არ შეჯერებულან.

მანამდე საპატრიარქოში გადაწყდა, რომ 4 აპრილიდან წირვები ჩატარდება კომენდანტის საათის გათვალისწინებით და 20:00 საათიდან ეკლესიები დაიკეტება.

ყველა ახალი ამბავი
0