Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

© REUTERS / KEMAL ASLANქუჩების დეზინფექცია სტამბოლში
ქუჩების დეზინფექცია სტამბოლში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის 31 დიდ ქალაქში 12 აპრილის შუაღამემდე  მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ.

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. თურქეთში  საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კომენდანტის საათის შესახებ აფრთხილებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,  თურქეთის 31 დიდ ქალაქში 48-საათიანი კომენდანტის საათი გამოცხადდა.

სასწრაფო დახმარების მანქანები ბაქოში - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 991-ს მიაღწია

კერძოდ, 12 აპრილის შუაღამემდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი.

ჯანჯღავას განცხადებით, ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი 3150 თურქული ლირის ოდენობით დაჯარიმდება.

საქართველოდან სომხეთისკენ მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრა >>

გიორგი ჯანჯღავა თურქეთში მყოფ  საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კითხვების არსებობის შემთხვევაში, ცხელ ხაზზე დაუკავშირდნენ.  ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 5392208280; სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00; ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26; იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 47 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 1 006 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0