თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიის გამო შეუწყდა

© photo: Telasi / FBტრანსფორმატორი ელექტროგადამცემ ხაზზე
ტრანსფორმატორი ელექტროგადამცემ ხაზზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება  სრულად აღდგენილია

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. თბილისის ნაწილს ელექტროენერგია ქვესადგურ „ნავთლუღი 220“-ზე ავარიის გამო შეეზღუდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

კომპანიის ინფორმაციით, ქვესადგურში „ნავთლუღი 220“ ავარიულად გამოირთო ავტოტრანსფორმატორი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა თბილისის ნაწილს.

ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ასევე რამდენიმე დასახლებას, მათ შორის კიკეთს, ტაბახმელას, კოჯორსა და ნორიოს.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია და ელექტროენერგიის მიწოდება  სრულად აღდგენილია. მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა.

ყველა ახალი ამბავი
0