Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnik / Evgeny Epachintsev / გადასვლა მედიაბანკშიტესტი კორონავირუსზე
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა 60 ადამიანმა, გარდაიცვალა – 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში - 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 370 პაციენტია. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 242-მდე გაიზარდა, ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge. 

აქედან გამოჯანმრთელდა 60 ადამიანი, გარდაიცვალა – 3 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4856, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 370 პაციენტია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს სამი მოქალაქე.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება.

31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0