Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველოდან სომხეთისკენ მოქალაქეთა კიდევ ერთი ჯგუფი გაემგზავრა

გამოწერა
მიუხედავად საზღვრების დაკეტვისა, ორი კვირის განმავლობაში სომხეთის მოქალაქეების უკვე მეოთხე ჯგუფი გაემგზავრა საქართველოდან ერევანში

თბილისი,  10 აპრილი — Sputnik. სომხეთის მოქალაქეთა 26–კაციანი ჯგუფი საქართველოს ტერიტორიიდან ერევნის მიმართულებით გავიდა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ საქართველოში ქვეყნის საელჩოზე დაყრდნობით.

პირველი ჯგუფი 30 ადამიანის შემადგენლობით საქართველოდან სომხეთში 25 მარტს გაემგზავრა. კიდევ 23–კაციანი ჯგუფი – 27 მარტს. მესამე ჯგუფი კი – 31 მოქალაქე – 3 აპრილს.

ავტობუსი - Sputnik საქართველო
თბილისი დაეხმარა: სომხეთის მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლეს

„სომხეთის საელჩომ, ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად, სომხეთ–საქართველოს საზღვრის გავლით სამშობლოში დაბრუნების მსურველი მოქალაქეების ტრანსპორტირების ნებართვა მიიღო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტობუსი, რომელშიც 26 ადამიანი იმყოფება, მარნეულში სპეციალურად გახსნილი დერეფნით გადაადგილდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 234 ადამიანია ინფიცირებული. სომხეთში – 937. ორივე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0