ნათია თურნავა: ოცმა კომპანიამ მუშაობის განახლების ნებართვა ვერ მიიღო

გამოწერა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დღეისათვის 122 საწარმოა შემოწმებული,  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ ბრიფინგზე
ნათია თურნავა ოცმა კომპანიამ მუშაობის განახლების ნებართვა ვერ მიიღო
„საწარმოების ინსპექტირება მიმდინარეობს გეგმაზომიერად. შემოწმებული საწარმოების დიდი ნაწილი ის სისტემური, მსხვილი საწარმოებია, რომლებიც არ გაჩერებულა და აგრძელებენ მუშაობას. ამ ნაწილში ჩვენ დიდი შენიშვნები არ გვაქვს, რადგან მათ სწრაფად შეძლეს ახალ პირობებზე მორგება და ადაპტირება და უსაფრთხოების წესების დაცვა სამედიცინო გაიდლაინების მიხედვით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას ინფორმაციით, მუშაობის განახლების ნებართვის მისაღებად, სამინისტროს ინფრასტურქტურულ პროექტებში ჩართულმა 58-მა საწარმომ და სამშენებლო კომპანიამ მიმართა, რომელთაც დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება და ახლა აღდგენა სურთ. თუმცა, მათგან 20-მა კომპანიამ დადებითი პასუხი ვერ მიიღო რადგან მთელი რიგი ხარვეზები ჰქონდათ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0