ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა

გამოწერა
10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 234-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ისევე როგორც მარნეულსა და ბოლნისში,  სრული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ  საგანგებო ბრიფინგზე.

სატვირთოები - Sputnik საქართველო
ცაგერსა და ლენტეხში საკონტროლო-გამშვები პუნქტები მოეწყო

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გაძლიერებული კონტროლის მიზნით, დღეს  ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები ამოქმედდა. ზომების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში Covid-19-ის  პირველი  შემთხვევა 53 წლის მამაკაცს 8 აპრილს დაუდასტურდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი ლენტეხის მუნიციპალიტეტის კიდევ ოთხ მკვიდრს  დაუდგინდა. ისინი 53 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან.

„ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მურის ხიდთან, სადაც გამშვები პუნქტია, გზა გადაკეტილია და პერიმეტრს სამართალდამცველები  და სამხედროები აკონტროლებენ. ამ დროისთვის პერიმეტრზე არც მანქანებს და არც ქვეითად მოსიარულეებს აღარ ატარებენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 234-მდე გაიზარდა>>

10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 234-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 54, გარდაიცვალა 3. კარანტინში იმყოფება 4908 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 429 პაციენტია.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ  21 მარტიდან 21 აპრილამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0