Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თავზე დაგყვიროდი არ მიღალატო-მეთქი“ - მწერლის ემოციური წერილი გარდაცვლილ მეუღლეს

© Photo: Ekateriné Togonidze / FBეკატერინე ტოგონიძე და რატი სამყურაშვილი
ეკატერინე ტოგონიძე და რატი სამყურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე რატი სამყურაშვილი და ეკა ტოგონიძე მრავალი წელია დაქორწინებული იყვნენ, მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ. მწერალი სოციალურ ქსელში უმძიმეს წერილს აქვეყნებს.

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. გარდაცვლილი დეპუტატის რატი სამყურაშვილის მეუღლე, მწერალი ეკატერინე ტოგონიძე სოციალურ ქსელში უმძიმეს წერილს წერს და გარდაცვლილი მეუღლის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ავადმყოფობის გამო პირველად მოუწია მეუღლის დაბანა.

 

„ძალიან მაწუხებს ის, რომ მშვიდი გამომშვიდობების და მადლობის ნაცვლად, თავზე დაგყვიროდი შეშლილი, არ მიღალატო-მეთქი, არადა ღალატი შენ საერთოდ არ იცი რა არის (თურმე ასეთი კაცებიც არსებობენ)! ხელოვნურ სუნთქვაზე გადავდიოდი, რომელიც არ ვიცი, როგორ კეთდება, მაგრამ ვიცი, რომ იმ ჩაბერვით საკუთარ სულს და სიცოცხლეს გაძლევდი.

ყოველდღიურად გიმზადებდი აუდიოჩანაწერს და რამდენიმე ათეული ჩანაწერით, როგორც იქნა გითხარი ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა, როგორც იქნა აგიხსენი ჩვენი ბოლომდე ამოუხსნელი სიყვარული. შენც ბოლომდე დამინდე, ბობო. განა არ ვიცი... ჩემს თვალწინ გადაიქეცი ანგელოზად და მე მაინც გამიკვირდა, რომ გამიფრინდი. მაინც ვერ შევძელი არ ჩამოგკიდებოდი ტანსაცმელივით ჩამოხსნილ სხეულზე და არ გამეფუჭებინა უსასრულობაში გადასვლის უნიკალური წამი. ბოდიში, რომ ასე ეგოისტურად არ მინდოდა შენი გაშვება, ისტერიკის უფლება ამ ერთხელ მივეცი თავს, მაპატიე ყველა ცრემლი, რომლის ნაცვლადაც მხოლოდ მილიონი მადლობა გეკუთვნის, მილიონი ღიმილი, მოფერება და უწყვეტი სიყვარული, რომელიც ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა აქაც და მანდაც“, - წერს მწერალი.

რატი სამყურაშვილი სიმსივნეს 22 თვის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა მძიმე სენის დამარცხება ვერ შეძლო. ეკას და რატის მრავალწლიანი ქორწინება აკავშირებთ და ერთი გოგონა ჰყავთ.

ყველა ახალი ამბავი
0