თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, ნათქვამია საგანგებოდ შექმნილ ვებ-გვერდზე StopCov.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 218-ს მიაღწია, გარდაიცვალა 3.
კარანტინში იმყოფება 4829 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 410 პაციენტია.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.