Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

დავით ნარმანია: მთავრობის მიერ კომუნალურების დაფარვა 1000-მდე აბონენტმა არ მოისურვა

© photo: Sputnik / Stringerდავით ნარმანია
დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავრობა მოსახლეობის ნაწილს კომუნალურ გადასახადებს სამი თვის განმავლობაში უფინანსებს, ხოლო მათ, ვისაც სუბსიდიაზე უარის თქმა სურს, ამის გაკეთება სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შეუძლიათ.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnk. კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მიერ დაფარვაზე უარი უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, იუწყება პირველი არხი.

უმუშევრობა და კომუნალურები: როგორ განაწილდება ბიუჯეტი>>

მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველას, ვინც თვეში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში მთლიანად უფინანსდება. ხოლო მათთვის, ვისაც კომუნალურ მომსახურებაზე სახელმწიფო სუბსიდიაზე უარის თქმა სურს, სპეციალური ელექტრონული პლატფორმაა შემუშავებული.

„პლატფორმა გუშინ ამოქმედდა და საკმაოდ მაღალია მომართვიანობა. უკვე 1000-მდე მოქალაქემ თქვა უარი კომუნალური გადასახადების სახელმწიფოს მხრიდან გადახდაზე. მსგავსი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენით დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები და მთავრობას შესაძლებლობა გაუჩნდება, დაზოგილი თანხა უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებებისკენ მიმართოს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

პლატფორმა, რომლის დახმარებითაც სუბსიდიაზე უარის თქმა შეიძლება, ყველასთვის ხელმისაწვდომია მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ გვერდზე.

კომპანია თელასი - Sputnik საქართველო
საქართველოში ამოქმედდა სამოქალაქო სოლიდარობის ელექტრონული პლატფორმა

მთავრობის მიერ კომუნალურების გადახდაზე უარის თქმა შეუძლიათ: ელექტროენერგიის შემთხვევაში - „თელასისა“ და  „ენერგო პროს“ აბონენტებს, ბუნებრივი გაზის შემთხვევაში კი - „თბილისი ენერჯის“, „სოკარის“ ან სხვა პატარა ლიცენზირებული კომპანიების მომხმარებლებს.

სემეკ-ის თავმჯდომარის განმარტებით, ვებ-გვერდზე მომხმარებლებს შეჰყავთ აბონენტის ნომერი, ის მობილური ტელეფონის ნომერი, რომლითაც ისინი რეგისტრირებული არიან ბაზაში და რითიც მოსდით შეტყობინება კომუნალური კომპანიიდან. შეჰყავთ აბონენტის სახელი და გვარი, ვის სახელზეც არის რეგისტრირებული მრიცხველი, აჭერენ "დადასტურებას" და მოსდით შეტყობინება, რომ ოპერაცია არის დადასტურებული. როცა მოქალაქეები ნიშნავენ ელექტროენერგიის გადასახადს, მათ შეუძლიათ უარი თქვან როგორც ერთი თვის გადახდაზე, ისე სამივე თვეზე. ამის შემდგომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესაბამისი დეპარტამენტი ამ მონაცემს უგზავნის კომუნალურ კომპანიებს.

მთავრობის მიერ კომუნალურ გადასახადებზე უარის თქმა მოქალაქეებს 11 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.

პრემიერი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის დასახმარებლად ორი მილიარდი ლარი გამოყო

მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც სუბსიდია შეეხო, 2 მილიონს აღწევს.

მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის ანტიკრიზისული გეგმა შეიმუშავა და უკვე გააკეთა განცხადება 2 მილიარდი ლარის გამოყოფის შესახებ, რომლის ნაწილიც მოქალაქეთა ნაწილის კომუნალური გადასახადების დაფარვას უნდა მოხმარდეს.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი და სხვ., ამიტომ მოსალოდნელია უმუშევართა რაოდენობის ზრდა. კონკრეტულად რამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ჯერჯერობით უცნობია. პრობლემა შეეხო დასაქმებულებსაც და თვითდასაქმებულებსაც. სახელმწიფო მათ და მთლიანად მოსახლეობას დახმარებას შეჰპირდა უმუშევრობისა და პროდუქტებზე ფასების ტოტალური მომატების პირობებში.

ყველა ახალი ამბავი
0