WSJ: მოსკოვი და ერ-რიადი ნავთობთან დაკავშირებით მორიგდნენ

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / ფოტობანკში გადასვლანავთობის საქაჩი
ნავთობის საქაჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა და საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში მინიმუმ 10 მილიონი ბარელით შეიძლება შეამცირონ

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. მოსკოვმა და ერ-რიადმა მოახერხეს ძირითადი უთანხმოებების მოგვარება ნავთობის მოპოვების მორიგ შემცირებასთან დაკავშირებით, იუწყება გაზეთი The Wall Street Journal.

გამოცემის ცნობით, OPEC+ (OPEC-ის ქვეყნები და რუსეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი) და სხვა ქვეყნები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ უნდა ამოიღონ ბაზრიდან 20 მილიონი ბარელი დღეში. აღინიშნა, რომ რუსეთი და საუდის არაბეთი ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც დღეში მინიმუმ 10 მილიონი ბარელით შემცირებას გულისხმობს.

ნავთობსაქაჩები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რუსეთი, OPEC-ი და აშშ ახალი წესრიგის დასამყარებლად ემზადებიან

ხუთშაბათს ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართება OPEC + ქვეყნების სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ ნავთობის მოპოვების მორიგი შემცირების შესაძლებლობებზე ბაზარზე არსებული ვითარების სტაბილიზაციის მიზნით. პარასკევს კი ენერგობაზრების სტაბილურობის თემაზე G20-ის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.

6 მარტს, კორონავირუსის პირობებში OPEC+ ქვეყნების ჩაშლილმა სხდომამ ბაზრის მხარდაჭერის საკითხზე გარიგების შეწყვეტა გამოიწვია. მაშინ ვერ მოხერხდა ვერც რუსეთის მიერ შემოთავაზებული წინადადების მიღება შეთანხმების გახანგრძლივებაზე, რათა შემდგომში უფრო გაწონასწორებული გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ვერც საუდის არაბეთის იდეის, რომელიც მოპოვების დღე-ღამეში კიდევ 1.5 მილიონი ბარელით შემცირებას გულისხმობდა.

შედეგად, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის კოტირებები ჩამოიშალა. ეს მოხდა კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე, რომელიც პირდაპირ ურტყამს მოთხოვნას. იმ პირობებში, როდესაც კარანტინის გამო, ადამიანების გადაადგილება შეზღუდულია, ხოლო საწარმოები დაკეტილია, საწვავის მიმართ ინტერესი მკვეთრად მცირდება.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური