გარდაიცვალა ფოტოგრაფი–დოკუმენტალისტი გიორგი ცაგარელი

© photo : Gogi Tsagareli / FBგიორგი ცაგარელი
გიორგი ცაგარელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავიდან სურათებს ოჯახის წევრებს უღებდა, შემდეგ კი სერიოზულად დაინტერესდა ფოტოჟურნალისტიკით, რასაც მეოთხედი საუკუნე დაუთმო.

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ცნობილი ფოტოგრაფი–დოკუმენტალისტი გიორგი ცაგარელი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „Sputnik-საქართველო“ ფოტოხელოვანის ოჯახზე დაყრდნობით.

ცაგარელის ფოტოების წყალობით საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტების გაცნობა ყველასთვის შესაძლებელი იყო. 

ფოტოგრაფის არსენალშია ქვეყნის განვითარების ყველა მთავარი ისტორიული მომენტი – კადრები ომიდან და სამხედრო კონფლიქტებიდან, საპროტესტო მიტინგებიდან, ფოტორეპორტაჟები სხვადასხვა რეგიონებიდან. 

გიორგი ცაგარელი 1947 წელს თბილისში სამხედრო მფრინავის ოჯახში დაიბადა. 32 წლისამ მიატოვა ინჟინრის პროფესია და ფოტოგრაფიას მიჰყო ხელი.

თავიდან სურათებს ოჯახის წევრებს უღებდა, შემდეგ კი სერიოზულად დაინტერესდა ფოტოჟურნალისტიკით, რასაც საკუთარი ცხოვრების მეოთხედი საუკუნე დაუთმო.

ყველა ახალი ამბავი
0