Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემას განაახლებს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის პერიოდში დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი ტრადიციულ ვადაში მიიღებს.

თბილისი, 9 აპრილი - Sputnik. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემას დღეიდან განაახლებს, ნათქვამია  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
იუსტიციის სახლები, სანოტარო ბიუროები და რეესტრები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან

იუსტიციის სახლმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება 2 მარტიდან დაიწყო. 14 მარტიდან კი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა, რომლის თანახმად, ორი კვირის განმავლობაში იუსტიციის სახლის თითქმის ყველა ფილიალი დაიკეტა.  ამასთან, 16 მარტიდან დროებით შეაჩერა მუშაობა გლდანის საზოგადოებრივმა ცენტრმა.

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 6 აპრილს განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოსთვის საჯარო სერვისების გაცემა პრაქტიკულად სრულად გადავა დისტანციურ რეჟიმზე.

ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში დოკუმენტების გაცემის პროცედურაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, კერძოდ, დაჩქარებული მომსახურების მიღება შეუძლებელი იქნება და სერვისს მომხმარებელი ტრადიციულ ვადაში (10 დღეში) მიიღებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ბიომეტრიული პასპორტის აღების მსურველმა პირმა განაცხადი უნდა გააკეთოს ვებ-გვერდებზე my.gov.ge ან sda.gov.ge, მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.

ამასთან, ვისაც ბიომეტრიული პასპორტის ან პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება ან განახლება სურს, ისინი 13 აპრილამდე უნდა დაუკავშირდნენ "ცხელ ხაზს" – 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრის დროს და ადგილს. 13 აპრილიდან კი ის შეძლებს განაცხადის გაკეთებას my.gov.ge ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება.

„პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია ბიომეტრიული პასპორტი, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას და მანამდე არასოდეს ჰქონია ერთი ან მეორე დოკუმენტი, უნდა დაუკავშირდეს "ცხელ ხაზს": 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს კონკრეტულ დღეს, საათსა და ადგილს, სადაც მოქალაქე უნდა მივიდეს“, – აღნიშნულია საქართველის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, 70 წელს გადაცილებული პირები პირადობის ელექტრონულ მოწმობასა და ბიომეტრიულ პასპორტზე განაცხადის გაკეთებას (მათ შორის, როცა პირველად იღებენ დოკუმენტს) სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ. ამისათვის მოქალაქემ უნდა დარეკოს "ცხელ ხაზზე" და ინფორმაცია მიაწოდოს ოპერატორს, რის შემდეგაც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, სააგენტოს ეკიპირებული თანამშრომლები განაცხადის მისაღებად და საჭირო პროცედურების განსახორციელებლად დაინტერესებულ პირს 10 დღის ვადაში მის მიერ მითითებულ მისამართზე მიაკითხავენ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში მოქალაქე მზა დოკუმენტს ფოსტის საშუალებით მიიღებს.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 31 მარტიდან კი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.

ყველა ახალი ამბავი
0