Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეკატერინე ტიკარაძე: ექიმების დეფიციტი არ გვაქვს

© press-service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშისტაციონარი კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობისთვის
სტაციონარი კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების მოქმედი კადრები უკვე მობილიზებულია.  მუდმივად მიმდინარეობს ოჯახის ექიმების გადამზადებაც.

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოში ექიმების საკმარისი რაოდენობაა  და დამატებითი მობილიზაცია ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 208 შემთხვევაა, რომელთაგანაც 48 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ხოლო სამი ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

კლინიკა - Sputnik საქართველო
ქობულეთის საავადმყოფომ პაციენტების მიღება შეაჩერა

„არ გვაქვს დეფიციტი ექიმების რესურსში და ამ ეტაპისთვის არ იგეგმება დამატებითი მობილიზაცია, თუმცა რეანიმატოლოგებისა და ინფექციონისტების მოქმედი კადრები, მათი მობილიზაცია მომხდარია, მუდმივი მონიტორინგი და სწავლება მიმდინარეობს ოჯახის ექიმების, რათა მათ მიერ შემდგომში განხორციელებული მუშაობა იყოს ჩვენი პაციენტებისთვის უსაფრთხო და ეფექტური“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამას გარდა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ყოველდღიურად მოწმდება კლინიკები, რათა პიკურ პერიოდში ჰოსპიტლებში რყევები არ იყოს და ყველა ექიმი, ექთანი მობილიზებული და სრულად აღჭურვილი იყოს.

ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 3500 საწოლია მობილიზებული, რაც ნიშნავს, რომ სამედიცინო სექტორი ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფიცირებულის მიღებას შეძლებს ერთი თვის განმავლობაში.

რატიანი: დაიცავით დისტანცია – შესაძლოა, ვიყოთ ინფექციის მატარებელი და არ ვიყოთ დაავადებული>>

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0