Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიამ შეყვარებულს ჩუმად ვიდეო გადაუღო - ნახეთ როგორ ცხოვრობს წყვილი

© Photo: Keti Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქეთა თოფურია ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ერთად ფეშენებელურ სახლში ცხოვრობს. ნახეთ, როგორ ერთობიან სახლში კორონავირუსის პანდემიისას.

მომღერალმა ქეთა თოფურიამ, მას შემდეგ, რაც საკუთარი ბრენდის სახელით პირბადეების წარმოება დაიწყო, „ინსტაგრამზე“ რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა. მისი თქმით, ყველაფერი ისე ხდება, როგორც ბიბლიაშია აღწერილი.

View this post on Instagram

берегите себя 😷🙏🏻 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

მომღერალი დაახლოებით ერთი თვეა კორონავირუსის პანდემიის გამო სახლშია და ხშირად აქვეყნებს „ინსტაგრამზე“ „სთორებს“, როგორ ცხოვრობს ამ პერიოდში. ცოტა ხნის წინ ქეთამ შეყვარებულის, ბიზნესმენ ლევ დენგოვის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ვარჯიშობს ეს უკანასკნელი.

ცოტა ხნის წინ ბიზნესმენმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ის და A'Studio-ს სოლისტი რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება.

რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს. მოგვიანებით კი ახალ პარტნიორზე ალაპარაკდა. ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ რუსულ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

View this post on Instagram

❤️🦁 #кетитопурия #forketi

A post shared by Кети Топурия|fan 26.06.17🙌🏻 (@ketatime) on

ქეთა თოფურია რუსი და ქართველი ჟურნალისტების ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტია. სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებსა და ტელეგადაცემებში ქეთა თოფურია უამრავ ნახვას რამდენიმე საათში აგროვებს. რეიტინგული ვარსკვლავი სითამამით გამოირჩევა და რუსული ესტრადა A'Studio-სთან ერთად არაერთხელ დაიპყრო. რუსეთში გამგზავრების შემდეგ მალევე მომღერალმა ალა პუგაჩოვასგან აღიარება მოიპოვა, რაც დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და მხოლოდ განსაკუთრებული ვოკალის შემთხვევაში არის შესაძლებელი.

ყველა ახალი ამბავი
0