Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ეზუგბაია: ყოველდღიურად 10 პაციენტზე მეტი თუ არ დაგვემატება, პიკურ მდგომარეობას ავიცილებთ

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა ეზუგბაია
მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ პრევენციულ ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ეტაპობრივი მატება თუ გაგრძელდება, შესაძლოა, პიკური მდგომარეობა ქვეყანამ თავიდან აიცილოს - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში უკვე 37 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შვიდ პაციენტს მძიმე პნევმონიაა აქვს, ხოლო სამი პაციენტის ინფიცირების წყაროც დადასტურებული არ არის. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი - ინფექციურ საავადმყოფოში.

„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური მატება ასეთია: 7, 14, შემდეგ ისევ 8, 15. საშუალო მაჩვენებელი რომ გადავიანგარიშე ამ ერთი კვირის განმავლობაში, დღეში 10 პაციენტი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობა აგვშორდება“, –  განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ინფექციურ საავადმყოფოში - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსისგან 50 ადამიანი გამოჯანმრთელდა

მარინა ეზუგბაიამ პრევენციულ ღონისძიებებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208-ს მიაღწია, გარდაიცვალა 3. გამოჯანმრთელდა 50 პაციენტი.

კარანტინში იმყოფება 4682 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 375 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0