„უაზროდ ვტიროდი...“ - წყვილი, რომელმაც 6 წლის ნიაკო დაკარგა, ტყუპს ელოდება

© Pixabay / SerKuchორსული ქალი მინდორში
ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
6 წლის ნიაკოს დედა სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას აქვეყნებს. გოგონას მშობლები, რომლებმაც რამდენიმე თვის წინ შვილი დაკარგეს, ტყუპებს ელოდებიან

თბილისი,  8 აპრილი  — Sputnik. 6 წლის ნიაკოს დედა, ქეთი ცირეკიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ ის და მისი მეუღლე ტყუპებს ელოდებიან.

მათ გარკვეული პერიოდის წინ გოგონა, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, მძიმე დაავადების გამო დაკარგეს. ნიაკოს დედა, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილ აქვეყნებს.

„ნიას შემდეგ რა დღეები მითენდება და მიღამდება, იცით ნაწილობრივ მაინც. ნიასთან რომ დავდიოდი, ვემუდარებოდი, დე, წამიყვანე შენთან ან ვინმე გამომიგზავნე, ვინც აზრს მისცემს ცხოვრებას-თქო. 4 თვის წინ გავიგე, რომ ჩემში ახალი სიცოცხლეა, დავიბენი, რთული იყო ამის გაცნობიერებაც და დაჯერებაც და როცა ექიმთან წავედი დასაზუსტებლად და მითხრა, რომ ტყუპებს ველოდები, ერთადერთი, რაც მახსოვს, არის, რომ უზაროდ ვტიროდი და ვიმეორებდი – ნია, დე. მას ძმები ეყოლება უფლის მადლით“, - წერს ქეთი.

მისი თქმით, არანაირი გენეტიკური ხაზი არ აქვთ ტყუპების.

ყველა ახალი ამბავი
0