მაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს

© photo: Tbilisi Zoo / FBშველი თბილისის ზოოპარკში
შველი თბილისის ზოოპარკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა გამოიძახეს ვეტერინარიც, როცა ნახეს, რომ წყლიდან ამოყვანილ ცხოველს სხეულის რამდენიმე ადგილზე დაზიანება აღენიშნებოდა.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ცაგერში მაშველებმა მდინარე ცხენისწყალში ჩავარდნილი შველი ამოიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

© photo: Emergency Management Service / FBმაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს
მაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს - Sputnik საქართველო
მაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს

ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა, მოქალაქეებმა შენიშნეს და მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში დარეკეს.

ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა. მათვე გამოიძახეს ადგილზე ვეტერინარიც, როცა ნახეს, რომ შველს სხეულის რამდენიმე ადგილზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

© photo: Emergency Management Service / FBმაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს
მაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს - Sputnik საქართველო
მაშველებმა ცაგერში შველი დახრჩობას გადაარჩინეს

სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა.

შემთხვევის ადგილზე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც მივიდნენ.

ამჟამად შველი უსაფრთხოდ არის და მას არაფერი ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0