Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საქართველოში ვირტუალური გამოფენით აღინიშნება

© REUTERS / NACHO DOCEესპანელი მედიკოსები
ესპანელი მედიკოსები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოფენა ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად 7 აპრილს გაიმართება ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე“.

გამოფენას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთობლივად აწყობენ.

© photo: National Parliamentary Library of Georgiaთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საქართველოში ვირტუალური გამოფენით აღინიშნება - Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, COVID-19-მა მთელი პლანეტის დღის წესრიგი შეცვალა, რაც მომავალში ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება.

„მსოფლიო ვირუსის დასამარცხებლად იბრძვის. ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი სამედიცინო პერსონალია. დღეს სწორედ მათ პროფესიონალიზმსა და თავგანწირვაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის ბედი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. წინა ხაზზე მებრძოლთა შორის არიან ქართველი ექიმებიც, რომელთა წარმატებაზე ეპიდემიის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, სტატისტიკა და მსოფლიო ექსპერტების შეფასებები მეტყველებს“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.

გამოფენა ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ისე საქართველოში. ვირტუალური ექსპოზიცია ასევე მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს. გამოფენას თან ერთვის ასევე საგანმანათლებლო ნაწილი პოსტერებისა და ინფოგრაფიკების სახით. 

© photo: National Parliamentary Library of Georgiaთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საქართველოში ვირტუალური გამოფენით აღინიშნება - Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1948 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების თარიღს.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველ წელს სხვადასხვა თემას ეძღვნება. წელს ეს თემაა ექთნებისა და ბებიაქალთა ღვაწლი ზოგადად მედიცინაში და კონკრეტულად COVID-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ლიდერების ყურადღებას ამახვილებს უმცროსი სამედიცინო პერსონალის გადამწყვეტ როლზე მსოფლიო ჯანდაცვაში. წლევანდელი კამპანიის დევიზია „მხარდაჭერა ექთნებსა და ბებიაქალებს".

© photo: National Parliamentary Library of Georgiaექთნები: თამარ მაისურაძე, მედეა ღაღანიძე. უმცროსი ექთნები: ნანული სულაქველიძე, ნანა კირთაძე. სტუდენტი გიორგი არევაძე
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საქართველოში ვირტუალური გამოფენით აღინიშნება - Sputnik საქართველო
ექთნები: თამარ მაისურაძე, მედეა ღაღანიძე. უმცროსი ექთნები: ნანული სულაქველიძე, ნანა კირთაძე. სტუდენტი გიორგი არევაძე

„ვირტუალური გამოფენა „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე" სწორედ ამ კამპანიას ეხმაურება და მისი მიზანია პანდემიად ქცეული ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი სამედიცინო პერსონალისადმი მადლიერების გამოხატვა“, – აღნიშნულია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.

© photo: National Parliamentary Library of Georgiaთბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი
ჯანმრთელობის მსოფლიო დღე საქართველოში ვირტუალური გამოფენით აღინიშნება - Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალი

გამოფენა „სამედიცინო პერსონალი COVID-19-ის ეპიდემიის წინა ხაზზე" გვაცნობს ჩვენთვის როგორც უკვე ნაცნობი, ისე უცნობი მედპერსონალის სახეებს.

გამოფენის თემატიკა:

 

ყველა ახალი ამბავი
0