Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია: საჩხერის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა განაახლა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიკორონავირუსის ტესტ-სისტემა
კორონავირუსის ტესტ-სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საჩხერის სამედიცინო ცენტრის არც ერთ მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამ დროისთვის ცენტრი შეუფერხებლად მუშაობს.

თბილისი,  6 აპრილი  — Sputnik. საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე მედიკოსს კორონავირუისზე ტესტი ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია, განუცხადა საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ენდელაძე: ინფექციურ საავადმყოფოში ხანდაზმული პაციენტების რაოდენობამ მოიმატა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მედპერსონალისთვის ტესტების ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელი, რომელიც საჩხერის მერის მეუღლეა, კორონავირუსით დაინფიცირდა. 

მიხეილ ქამუშაძის თქმით, არც ერთი ექიმი ამ დროისთვის იზოლაციაში არ იმყოფება და კლინიკა შეუფერხებლად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი საჩხერის მერსაც არ დაუდასტურდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, ერთის კი მსუბუქია.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მედცენტრის პერსონალი არსებული გაიდლაინების შესაბამისად მოიქცა, რამაც ქვეყანას ვირუსის ფართო გავრცელება აარიდა. საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე მის ხელმძღვანელს​ მადლობა გადაუხადა.

„საქმე გვაქვს როგორც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის, ასევე მედპერსონალის მაღალკვალიფიციურ და მაღალ შეგნებასთან, რის გამოც მათ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან მიწოდებული გაიდლაინის მყისიერად გამოყენება გადაწყვიტეს. ეს იმ შედეგის მომცემი აღმოჩნდა, რომ პირველ ტალღაზე და ეტაპზე მოვახდინეთ ექიმის ინფიცირების დიაგნოსტირება, რამაც თავიდან აგვაცილა ვირუსის გავრცელება მედპერსონალში და ასევე მოსახლეობაში, რისთვისაც მადლობას ვუხდი, როგორც საჩხერეს საავადმყოფოს მედპერსონალს, ასევე მის ხელმძღვანელს“,- განაცხადა ტიკარაძემ.
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
რატიანი: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

23 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია დღეს ქუთაისის ლაბორატორიამაც. არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 188-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 39, გარდაიცვალა 2. კარანტინში იმყოფება 4735 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა  გამოცხადდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0