Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ხშირად ვფიქრობ ამ საშინელ დამთხვევაზე... ვიქნებით წყალზე და პურზე“ – ხატია სიჭინავა

© courtesy of Khatia Sichinavaრამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილი ტელეწამყვანი სამი შვილის დედაა და მეოთხეს ელოდება. ნახეთ, რა გადაწყვეტილება მიიღო და რის გაკეთებას აპირებს ჟურნალისტი.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რადგან კორონავირუსის საფრთხის გამო ოჯახთან ერთად აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, გადაწყვიტა, მძიმე მარხვა დაიცვას და ოჯახის ყველა წევრი აღდგომამდე ბოლო ერთი კვირა მხოლოდ წყალზე და პურზე იყოს.

View this post on Instagram

რა დამთხვევაა, რომ ეს ისტერია, მაინცდამაინც აღდგომის მარხვაში ხდება. ამხელა განსაცდელი და ზუსტად აღდგომის მარხვაში. არ მოხვიდეთ ეკლესიაში... არ მიულოცოთ ქრისტეს აღდგომა ... ხომ შეიძლებოდა წელიწადის ნებისმიერ სხვა სეზონზე ან სხვა თვეში მომხდარიყო ... ხშირად ვფიქრობ ამ საშინელ დამთხვევაზე და ესეთი რამ მომივიდა აზრად.. ჩვენი ოჯახი, ბოლო კვირას , ანუ ყველაზე მძიმე კვირას ქრისტესთვის, დაიცავს მძიმე მარხვას. ვიქნებით წყალზე და პურზე. ქრისტე ჩვენთვის ჯვარზე ეცვა, ბოლო კვირა მაინც გამოვხატოთ პატივისცემა 🙏🏼 წრფელ გულს და მონდომებას, არამარტო ტაძრის კედლებში ხედავს ღმერთი. ყველას საკუთარ გულში გვაქვს პატარა ტაძარი ❤️ განსაცდელი ძალიან დიდია... ყველამ ჩვენებურად ვცადოთ მისი დაძლევა და პატივისცემა ამ უდიდესი დღესასწაულის 🙏🏼 ქრისტე აღსდგა მკვდრეთით ... სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი ❤️

A post shared by ⋆ 𝓴𝓪𝓽𝓲𝓮 𝓼𝓲𝓬𝓱𝓲𝓷𝓪𝓿𝓪 ⋆ (@katiesihinava) on

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე სამი შვილის მშობლები არიან. ხატიას და რამაზს ჰყავთ სამი ქალიშვილი, რომელთა აღზრდაშიც ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. ახლა წყვილის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა – ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან. წყვილი ვაჟს ელოდება.

ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ახლა სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავს. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0