რატიანი: ამ დროისთვის არც დედას და არც ნაყოფს არნაირი საფრთხე არ ემუქრებათ
„ჩვენს კლინიკაში ორი ორსული ქალბატონია. ვიცი, რომ ყველას აინტერესებს მათი მდგომარეობა. ყოველდღიურად მოწმდება მათი – როგორც დედების, ისე ნაყოფის ვიტალური ფუნქციები. მინდა გითხრათ, რომ არც დედას და არც ნაყოფს არნაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, – ამბობს ლევან რატიანი.
6 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევაა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა ორი ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5056, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 386 პაციენტია.