Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ტიკარაძე: კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია კლინიკაში
გიორგი გახარია კლინიკაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის მკურნალობის ხარჯების მთელი სიმძიმე ამჟამად სახელმწიფოს აწევს, მაგრამ მთავრობას კერძო სადაზღვევო კომპანიების დახმარების იმედი აქვს

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ხარჯებს ამ ეტაპზე მთლიანად ფარავს, თუმცა ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე კერძო კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, შესაძლოა, კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ ასევე ონლაინ–მომსახურების გაძლიერებაში.

პრემიერი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ციფრები იზრდება, მთავარი ამოცანაა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვა

„დღევანდელ ეტაპზე კოვიდინფექციაზე მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ როგორც ონლაინ–მომსახურებაში, თავად ონლაინ–ხაზის გასაძლიერებლად, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ და ეს საკითხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულია 188 ადამიანი, აქედან განიკურნა 36, გარდაიცვალა – 2, კარანტინშია 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 386 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0