თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა შეაქო პოლიციელი, რომელმაც არღუნის მკვიდრი თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის სცემა, იუწყება ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელეარხი Grozno TV.
შესაბამისი ვიდეო ტელევიზიის ინსტაგრამ–გვერდზეა გამოქვეყნებული.
View this post on Instagram
ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, თავდაპირველად ის გააბრაზა სამართალდამცველის ქმედებამ, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ ეს იმაზე ნაკლები ბოროტება იყო, ვიდრე რეჟიმის „უგნური“ დამრღვევის ქმედება.
„ჯობს ერთს მოხვდეს, ვიდრე ათასი ადამიანი დაიმარხოს“, — განაცხადა კადიროვმა და აღნიშნა, რომ პოლიციელის წახალისებას აპირებს.
როგორც ირკვევა, ინციდენტის თაობაზე ინფორმაცია ცნობილმა უფლებადამცველმა აბუბაქარ იანგულბაევმა გაავრცელა 4 აპრილს და ვიდეოც კი გამოაქვეყნა, სადაც პოლიციელის მიერ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი მოქალაქის ცემა იყო ასახული. მოგვიანებით მან ვიდეო დაზარალებულის თხოვნით აიღო ინტერნეტიდან.
მეორე დღეს ნაცემმა მოქალაქემ, მისმა ძმამ და კიდევ ორმა მამაკაცმა, რომლებმაც პოლიციელის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ამსახველი კადრები გადაიღეს და გაავრცელეს, ბოდიში მოიხადეს ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზია Grozno TV-ს ეთერით.