„ყოველ კვირას, ჩემს მეგობრებთან ერთად, გურიაში სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით“

© Courtesy of Giorgi Kekelidzeგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი კეკელიძე მორიგი ქველმოქმედების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ნახეთ, რა მოიფიქრა მან მეგობრებთან ერთად.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnk. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში საზოგადოებას ახალი საქველმოქმედო აქციის დაწყების შესახებ ამცნო.

როგორც კეკელიძე ამბობს, ის ყოველ კვირას გურიის სოფლებს ესტუმრება და სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება.

„დღეს მოხალისეობა დავიწყე. ყოველ კვირას, ჩემს მეგობრებთან ერთად, გურიაში ჩავალ და სამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარებით საკვები პროდუქტებით და პირველადი საჭიროების პროდუქციით. ამ საქმეს გურული დღიურების ფონდის დახმარებით გავაკეთებ და ცხადია, საკუთარ დანაზოგსაც აქეთ მივმართავ“, – წერს გიორგი კეკელიძე.

გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
„ადამიანები დიდ ჯგუფებად იდგნენ, ერთმანეთს კოცნიდნენ...“ – გიორგი კეკელიძე

ეს გიორგი კეკელიძის პირველი ქველმოქმედება არაა. რამდენიმე დღის წინ „გურული დღიურების“ ფონდმა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და მწერალი გიორგი კეკელიძე ხელმძღვანელობს, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის ქალიშვილს ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა.

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი, ტელეწამყვანი, პრემიების „საბას“ და „ოქროს ფრთის“ ლაურეატია, რომლის სახელსაც უკავშირდება ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge. კეკელიძე საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.

ყველა ახალი ამბავი
0